ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

, 29 იანვარი, 2017 - 17:51

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა საერთაშორისო ფორუმსა, თუ ტრიბუნას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ, თუ ნატოს სტრუქტურებში ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 28 იანვარს, პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ევროპა-უკარაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე: „დამოუკიდებლობა, დემოკრატია, განვითარება: როგორ შეიცვალა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ბოლო 25 წლის მანძილზე“.

სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოზე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ, ასევე, ყურადღება გაამხვილა ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური სარგებელის შესახებ ინფორმირებულობის აუცილებლობასა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

სახელმწიფო მინისტრმა სესიის დასასრულს შეკითხვებსაც უპასუხა.

ევროპა-უკრაინის ფორუმი წელს მეათედ გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად პოლონეთმა უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46