დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებში რესტრუქტურიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 16:22

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პენტაგონში თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის ფიცის დადების ცერემონიის  შემდეგ,  ახალ დადგენილებას მოაწერა ხელი, - იუწყება Associated Press.

გამოცემის თანახმად, ტრამპის განკარგულებით,  შეიარაღებული ძალები აღიჭურვება ახალი თვითმფრინავებით და გემებით, განკარგულება ეხება  მამაკაცებისა და ქალების სამხედრო ფორმასაც.

ტრამპის განცხადებით, "რესტრუქტურიზაცია" იმას ითვალისწინებს, რომ  სამხედროები მსხვერპლის გაღების შემთხვევაში, დარწმუნებულები უნდა იყვნენ  სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაში.

დეკემბრის დასაწყისში ტრამპმა გააკრიტიკა  F-35 მოიერიშის ღირებულება, რომლის შეძენაც პენტაგონის ჰქონდა დაგეგმილი. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ  მილიარდობით დოლარი დაზოგილი იქნება   სამხედრო  და სხვა შესყიდვების ხარჯზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44