რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო მილიტარიზაცია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე - ჯონ მაკკეინი

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 16:04

რუსეთმა განახორციელა  ფართომასშტაბიანი სამხედრო მილიტარიზაცია  ნატო-ს  აღმოსავლეთ ფლანგზე,  განახორციელა   მასშტაბური სამხედრო წვრთნები,  დაარღვია საზღვრები, საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები მეზობლების საზღვრებთან,  გაააქტიურა თავისი პროპაგანდისტული ძალისხმევა,  რათა ძირი გამოუთხაროს ჩვენი მოკავშირეების მთავრობებს, - აღნიშნულის შესახებ სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინი  Facebook-ის  თავის გვერდზე წერს.

როგორც მაკკეინი წერს,  რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა შეიწირა 10 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის მიწოდებული  იარაღით ჩამოგდებული იქნა უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავი, რა დროსაც 298 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

"რუსეთმა მხარი დაუჭირა სისხლიან ასადს,  როდესაც ის ომს აწარმოებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რასაც 400 ათასზე მეტი  მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა", - აცხადებს მაკკეინი.

სენატორის თქმით,  რუსული სამხედროების სამიზნე სირიის საავადმყოფოები გახდა. ნაცვლად იმისა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ებრძოლა,  რუსეთის  ქმედებები სირიის ზომიერ ოპოზიციაზე იქნა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46