დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 23:35

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.  დონალდ ტრამპმა და  ვლადიმერ პუტინმა  მიმდინარე საერთაშორისო საკითხები განიხილეს, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი,  ირანის ბირთვული პროგრამა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარება.

ორივე პრეზიდენტი  შეთანხმდა, შეიქმნას რეალური კოორდინაცია სირიაში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას  ოვალური დარბაზიდან ესაუბრა, საუბარს კი ტრამპის  მრჩევლები,  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი,  პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში  მაიკლ ფლინი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი რაინს პრიბესი და  პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი სტივენ ბენონი ესწრებოდნენ.

მანამდე, პუტინთან საუბარს  წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45