ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 19:31

თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?“.

ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს. მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია- „შესაძლებლებობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი