ჯანდაცვის მინისტრი რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 13:28

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.  კლინიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის, ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო პროცესები მიმდინარეობს.

220 საწოლზე გათვლილი, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიანი იქნება და უახლესი აპარატურით აღიჭურვება. რუხის, მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მაცხოვრებლები ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს მიიღებენ.

კლინიკური ფუნქციების პარალელურად მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ- გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პაციენტების ოჯახის წევრებისა და რეზიდენტებისთვის კი სასტუმრო იფუნქციონირებს.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57