სხვისი ხუშტურისა და ხურუშის გამო, ირაკლი ტაბლიაშვილი კაბელების საქმეზე პატიმრობამისჯილ და შეწყალებულთა ადვოკატებს რჩევას აძლევს

შაბათი, 28 იანვარი, 2017 - 11:12

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი კაბელების საქმეზე პატიმრობამისჯილებისა და პრეზიდენტის შეწყალებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებს რჩევას აძლევს.

"კაბელების საქმეზე უცნაურად გასამართლებულები, აი, ისინი, ვინც რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისათვის კინაღამ დიდი ხნით გასწირა სახელმწიფომ, პრეზიდენტმა შეიწყალა!.. მე, რაღა დაგიმალოთ და, ეს ამბავი მახარებს... ანუ, მახარებს ის, რომ ისინი საპატიმროში აღარ იქნებიან. მაგრამ დღემდე მიწვრილებს გულს სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელმაც მხოლოდ გადაასხვაფერა ბრალდება..და მაინც აღიარა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მზრუნავები მაინც (სხვა მუხლით) დამნაშავეები არიან. მანვე - სასამართლომ, მათ პატიმრობად ჩაუთვალა გატარებული თვეები და თქვა, რომ ისინი ორიოდე თვეში იქნებოდნენ თავისუფალნი... და შემდეგ ორი თვე 24 საათამდე დაიყვანა პრეზიდენტმა... მე კი ვამბობ - კომპენსაციაც კი ეკუთვნით ამ ბრალ-დადებულებს!.. სხვათა ხუშტურისა და ხურუშის გამო საპატიმროში უკვე ნამყოფებს. რა უფლება მაქვს, მაგრამ მათი ადვოკატების მრჩეველი რომ ვიყო, ვურჩევდი, იქით მიედავეთ... შეაგებეთ სარჩელი... ისე ჰქენით, რომ, ბოდიში და გადახიოთ ბრალდება ბოლომდე", აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46