პატრიოტთა ალიანსი ინიციატივით გამოდის, პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ წევრებმა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე გაიარონ

პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 17:24

პატრიოტთა ალიანსი ინიციატივით გამოდის, პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ წევრებმა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე გაიარონ. ე.წ. პოლიგრაფი. ნდობის ჯგუფში ალიანსიდან  ირმა ინაშვილია  წარდგენილი. 

სულ მიდის საუბარი ვინ ვისი აგენტია და ა.შ. - ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს: არსებობს სიცრუის დეტექტორი - ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ შემოწმება პოლიგრაფზე იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ვისი აგენტია. აღმოჩნდება, რომ ჩვენ არავისი აგენტი არა ვართ და ისინი ყველანი აგენტები არიან. საჯაროდ ვთავაზობ ყველას - გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე,  - ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარლამენტის „ნდობის ჯგუფში“ ირმა ინაშვილის შესვლასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

„ორი თვის განმავლობაში სწავლობდა სუს-ი იმ კანდიდატებს რომლებიც წარდგენილები იყვნენ ნდობის ჯგუფში. 2 თვის მანძილზე მიდიოდა ჩემი შესწავლის პროცესი. ამ შესწავლის მიზანია დაადგინოს, ვინ რომელ სპეცსამსახურთან თანამშრომლობს, უთანამშრომლია და ა.შ. ახლა სუს-ს ვთავაზობთ სწორედ დეტექტორის საშუალებით დააგვირგვინოს შემოწმების პროცესი და გამოჩნდება ვინ ვინ არის ნდობის ჯგუფში“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი.

აღნიშნული განცხადებები „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა გუშინ, მეორე საზოგადოებრივის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთეს

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46