დონალდ ტრამპის მრჩეველმა ამერიკულ მედიას მოკეტვა ურჩია

პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 13:35

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა სტივენ ბენონმა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკულ მედიას "მოკეტვა" ურჩია.

"მედიას  უნდა რცხვენოდეს და თავი დამცირებულად უნდა იგრძოს, მოკეტოს და ცოტა სხვასაც მოუსმინოს" - განაცხადა ბენონმა გამოცემასთან.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, 2016 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშშ-ს მედიისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა და მათი დამამცირებელი მარცხი არასდროს წაიშლება ისტორიიდან.

"ამერიკაში მედია ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ. მათ არ ესმით ამ ქვეყნის. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რატომ გახდა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ", - განაცხადა სტივენ ბენონმა.

მანამდე, დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუეიმ განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია აპირებს გადახედოს მედიასთან ურთიერთობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45