მეცნიერებმა პირველად, ადამიანისა და ღორისგან ემბრიონი შექმნეს

პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 15:33

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად მოახერხა  ნაწილობრივ ადამიანის, ნაწილობრივ ღორისგან  ემბრიონის შექმნა. კვლევების შესახებ ინგორმაცია  ჟურნალში Cell  26 იანვარს გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში მკვლევარებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები და ღორის ემბრიონი გამოიყენეს, რომელიც ღორის საშვილოსნოში გადაიტანეს.

ოთხი თვის შემდეგ სხვადასხვა სახის ქსოვილები განვითარდა, მათ შორის,  გულის, ღვიძლის და ნეირონების.

ჰიბრიდულ ემბრიონს მეცნიერებმა "ქიმერა"  უწოდეს, მითიური არსების საპატივსაცემად, რომელსაც ლომის თავი, თხის ტანი და ღორის კუდი აქვს.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ორგანოების ეფექტური გადანერგვა შეუძლებელია,  ეს არის პირველი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ცხოველის ემბრიონში  ადამიანის ქსოვილების შესწავლას, რაც სამომავლოდ ორგანოთა ტრანსპლანტაციის წინაპირობა გახდება.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ემბრიონთან დაკავშირებული მსგავსი ექსპერიმენტი ეთიკური კუთხით ცხარე დებატების მიზეზი ხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5