ჯობს ბრძოლის ველზე დაიღუპო, ვიდრე ასე, რომ ცხვარივით დაგაკლან - პოლკოვნიკი ცერცვაძე

პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 12:19

 ჯობს ბრძოლის ველზე დაიღუპო, ვიდრე ასე ცხვარივით, რომ დაგაკლან - ეს განცხადება, ქართველმა ვიცე პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ, რუსთავი 2-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

გია ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით ის შოკირებულია. მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქართველი სამართალდამცავები მას არ მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინტერპოლით ძებნა ხორციელდებოდა.

მიუხედავად ამისა, ქართველი სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა ომში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იბრძოლებს.

„ჩემთვის დიდი შოკი იყო პირველ რიგში ეს, რომ ასე მოხდა, მაგრამ თუ ბედისწერაა, რომ დაიღუპო, ვიდრე ის, რომ ასე ცხვარივით დაგკლავენ. ეს იყო დასანანი. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ. მთავრობაში ხალხი მოდის მიდის, საქართველო მაინც დარჩება და სანამ შემიძლია, დღეს უკრაინაა, ხვალ აფრიკა, სადაც არ უნდა იყოს, მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ,“ - აცხადებს ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58