გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017 - 15:03

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, რის მიზეზადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ  სააპელაციო სასამართლოში  საქმის მასალების არასრულად გადაგზავნა დასახელდა.

გია ცერცვაძე დარბაზში არ იმყოფებოდა, ის სასამართლო პროცესში დისტანციურად იღებდა მონაწილეობას. 

 სასამართლო სხდომას ესწრებოდა ცერცვაძის მეუღლე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ცერცვაძეს აუცილებლად გაათავისუფლებენ და ეს მხოლოდ  „დროის საკითხია“.

 „ციხეში გატარებული ყოველი დღე სამარცხვინოა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი  გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება.

ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი