კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017 - 13:30

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელებას იწყებენ.

ექვსი ახალი პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება, რომელთა პრეზენტაციას დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტების მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ორგანიზაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, მათი ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების, ასევე, დანაშაულის პრენევენციის მიმართულებით იმუშავებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და სასჯელაღსრულების სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორ მენეჯმენტსა და გრძელვადიან დაგეგმვას.

„ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებული რეფორმები პოზიტიურად არის ასახული. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ექვსი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების დასაქმებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას,“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის მენეჯერის კაიდო სირელის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მართლმსაჯულების სფეროში ვთანამშრომლობთ და საქართველო მართლაც წარმატებული შემთხვევაა. ჩვენი თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არ ეხება მხოლოდ დანაშაულსა და სასჯელს, არამედ ვგულისხმობთ საზოგადოების მხარდაჭერას კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. პატიმრების რესოციალიზაციის მიზნით, გათვალისწინებული გვაქვს პროფესიული გადამზადების კურსები, ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე, ახალგაზრდებთან, არასრულწლოვნებთან მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიზნით“- განაცხადა კაიდო სირელმა.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ- ბუნდი, ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაციონალი განახორციელებენ. პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც EU4Justice („ევროკავშირი სამართლისათვის“) პროგრამის სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამისთვის ევროკავშირმა 2015 წელს 50 მილიონი ევრო გამოყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39