იუსტიციის მინისტრი იმ პირებს ასახელებს, ვინც ევროსაბჭოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების ჩავარდნაზე იმუშავა

ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2017 - 15:53

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების ჩავარდნის მიზეზს განმარტავს და მათ ასახელებს, ვინც ხელი შეუშალა კანდიდატების ჩავარდნას. მინისტრი სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და კიდევ სხვა ოფიციალურ პირებს ასახელებს.  

„მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, უფრო სწორად, მის მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. უბრალოდ, ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი, ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით იმუქრებოდა ვიშიმშილებო და მოუწოდებდა ევროპელებს არ დაეჭირათ საქართველოსთვის მხარი. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა, ეს საქმე საქართველოს უკან დაბრუნებოდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატებიდან -   ევა გოცირიძე , გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე - ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტმა ვერც ერთი შეარჩია და წარდგენილი სია უკან დააბრუნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39