თურქი მომღერალი ირწმუნება, რომ ის ადელის ნამდვილი მამაა

ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2017 - 17:31

ხალხური სიმღერების შემსრულებელი თურქი მომღერალი მეჰმედ ასარი აცხადებს, რომ ის ბრიტანელი მომღერლის ადელის ნამდვილი მამაა და ამის დამტკიცება დნმ-ის ანალიზით შეუძლია, - იუწყება Hurriyet Daily News.

როგორც  52 წლის მუსიკოსი გამოცემასთან აცხადებს,  მომღერლის დედა პენი ედკინსი ადელის დაბადებიდან,  ცხრა თვით ადრე გაიცნო, როდესაც ის  ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

"ადელის დედა მაშინ გავიცანი, როდესაც  შვებულებით ეგეოსის ზღვაზე ჩამოვიდა დასასვენებლად. მას უნდოდა წავეყვანე ინგლისში, თუმცა მე ბოდრუმში დარჩენა ვარჩიე, ის კი უკან დაბრუნდა", - აცხადებს თურქი მომღერალი. 

მეჰმედ ასარის თქმით, მამა-შვილს შორის  ფიზიკური მსგავსებაც არსებობს, მათ თითებიც ერთნაირი აქვთ, ხმა და სიმღერის ნიჭი მემკვიდრეობით მამისგან  მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადელის მამამ მარკ ევანსმა ოჯახი მაშინ დატოვა, როდესაც გოგონა ორი წლის იყო და ის  დედამ გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43