უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გიორგი ცერცვაძის შესახებ ცნობის გაცემაზე უარს ამბობს - მიხეილ სააკაშვილი

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 15:58

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში მოღვაწე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მიმართავს, თავი სირცხვილში არ ჩაიგდონ  და გიორგი ცერცვაძე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

სააკაშვილის განცხადებით, ცერცვაძის დაკავების შემდეგ განიხილებოდა რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი, თუმცა   მას შემდეგ, რაც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის დაკავება საზოგადოების მხარდაჭერით რეზონანსული გახდა, უკრაინის პროკურატურამ მოითხოვა დამადასტურებელი ცნობა მისი ატო-ში მონაწილეობის თაობაზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ცნობის გაცემაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ ოპერაციები, რომელშიც ცინცაძე მონაწილეობდა, საიდუმლოს წარმოადგენს.

სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებს ქართულმა მხარემ გადასცა გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები, რის შემდეგ რუსეთს ფაბრიკაციისა და მისი მკვლელობაში დადანაშაულების შესაძლებლობა მიეცა, "ეს გავრცელებული პრაქტიკაა". 

"საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, ძალიან არ უყვარს მებრძოლები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, ბევრ მათგანზე საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი მაიდანსა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მოხალისეებს იხსენებს, რომლებმაც თავი შესწირეს უკრაინის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

"დღეს თუ ასე მიექცევიან ქართველ მებრძოლებს, უკრაინის ხელისუფლება  ხვალ  ზუსტად ასე მოექცევა უკრაინელ  გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას თავისი დამცველები, ვინ დაიცავს მათ? მე მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, მოახდინოს რეაგირება და თავიდან აიცილოს დიდი სირცხვილი", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5