იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ

ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2017 - 12:18

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, საჩხერესა და ტყიბულში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ. იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში (პურის საცხობი და მაღაზია) დასაქმდნენ. მათი გამომუშავება თვეში, საშუალოდ, 250–დან 500 ლარამდე იქნება.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 156 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 553 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39