ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი იმათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა - ანა დოლიძე

ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2017 - 12:52

ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი იმათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნის ფაქტს. 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატები უნდა იყვნენ ენთუზიაზმით აღიარებული ევროსაბჭოს მიერ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს წარმომადგენლის  ადგილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გარკვეული დროის განმავლობაში ვაკანტური დარჩება, რადგან ჩვენს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს უმთავრდება, ხოლო კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცესს დრო დასჭირდება.

დოლიძე არ აკონკრეტებს,  მიიღებს თუ არა ისევ მონაწილეობას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტმა ვერ შეარჩია. ქართული მხარის მიერ წარდგენილი  მოსამართლეობის კანდიდატების სია, რომელშიც ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე შედიოდნენ, უკან დააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44