ზაქარია ქუცნაშვილი უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 14:27

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მის კომენტარზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, ის  გიორგი ცერცვაძის საქმის შინაარსს არ იცნობს და მის მიერ გაკეთებული კომენტარი არც ამ საქმეს არ ეხებოდა.

"მე გავაკეთე ზოგადი კომენტარი იმის თაობაზე, უნდა ვითანამშრომლოთ თუ არა მკვლელების გადაცემის საკითხზე - რა თქმა უნდა უნდა ვითანამშრომლოთ", - აცხადებს ქუცნაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენთან  მიდგომა ყველასთან ერთნაირი უნდა იყოს და ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას საქართველოს მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის ითხოვდნენ.

"არ შეიძლება სამართლიანობა ცალმხრივი იყოს, ჩვენ ამ მიმართულებით სამართლიანები უნდა ვიყოთ”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46