განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლობით საბჭოსა და პროფკავშირის გაფართოებულ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი მიიღეს

შაბათი, 21 იანვარი, 2017 - 13:22

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში გამართულ განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლობით საბჭოსა და პროფკავშირის გაფართოებულ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი მიიღეს, რომელიც პრემიერისა და განათლების მინისტრის სახელზე გადაიგზავნება.

ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში გამართულ  განათლებისა და მეცნიერებაში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს და პროფესიული განათლების პროფკავშირის გაფართოებულ სხდომას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ფრაქცია "მრეწველების" წარმომადგენელი სიმონ ნოზაძე, პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის კომიტეტების წამყვანი სპეციალისტები, საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები და სხვა მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ საბჭოს თავმჯდომარე რამაზ ხუროძე და მისი მოადგილე დანიელ დავითაშვილი, რის შემდეგ  პროფესიულ განათლებაში გასატარებელი ფუნდამენტალური რეფორმების თაობაზე გაიმართა დისკუსია. 

სხდომის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად დაიხვეწება და გაეგზავნება პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და განათლებისა და მეცნირების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41