გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა

შაბათი, 21 იანვარი, 2017 - 20:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.

"თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია. ამ განსაკუთრებულ მომენტში გამოვხატავ ჩემს ღრმა რწმენას, რომ თქვენი მმართველობით ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს მეტ ძლიერებას, განვითარებასა და კეთილდღეობას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის შუქურა სხვა ქვეყნებისთვის და მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. გამოწვევებით აღსავსე, რთული გარემოს გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეასრულებთ გადამწყვეტ როლს უფრო დაცული, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენი ერები ერთობლივად ებრძოდნენ სხვადასხვა გამოწვევებს და მყარად იდგნენ საერთო კეთილდღეობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ მადლიერნი ვართ და ძლიერ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში; ასევე თქვენს ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხებში.

ბატონო პრეზიდენტო, ვიმედოვნებ, რომ მექნება შესაძლებლობა დაგპატიჟოთ საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. მე მაქვს ძლიერი სურვილი და ველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება მომავალში.

თქვენო აღმატებულებავ, ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაში, ნება მიბოძეთ გისურვოთ წარმატება თქვენს ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ემსახურება მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან თქვენდამი ძლიერი პატივისცემის ურყევი გარანტიები". 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39