საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 15:17

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

„აქედან, ამ პაკეტისა და საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებით ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანომდებლობასა და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს.

გიორგი მარგველაშვილმა კანონთა პაკეტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პაკეტში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის ისეთი, რომელთა დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი, მაგალითად, საქმეთა ელექტონული განაწილების სისტემის დასანერგად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5