რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებით, მთავრობამ გიორგი ცერცვაძე დაპატიმრებისათვის გაიმეტა - ენმ

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 19:37

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატს წარმოადგენს. ასევე, პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედების კონკრეტულ გეგმას აცხადებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკო მინაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს.

„ივანიშვილის მართული სამთავრობო უწყებები შეგნებულად ხელს უწყობენ და პირდაპირ ეხმარებიან ოკუპანტ სახელმწიფოს, გაუსწორდეს და დასაჯას საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ პატრიოტ ადამიანებს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხლისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი, გევორქიანი, ჩახალიანი და ამავე დროს დაატყვევა თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისათვის მებრძოლი რომა შამათავა (ბრალს უყენებენ ბაღაფშის ინტერვიუს საფუძველზე რუსულ გამოცემასთან); შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალეკო გორგაძე, რომელმაც დაატყვევა რუსი ელიტარული სადაზვევრვო სამხედრო დაჯგუფების ოფიცერი, ზურა შამათავა კი დაიჭრა აგვისტოს ომში, გენერალ გიგი კალანდაძეზე რუსეთის მხრიდან ძებნის გამოცხადების შემდეგ, როცა უკრაინამ უარი თქვა ექსტრადირებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ბრალი გამოიგონა. ეს არის რუსეთის ხელისუფლების შურისძიება ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს ერთგულ, მამაც და თავდადებულ ჯარისკაცებზე. შურისძიება, რომელიც ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლების ხელით და აქტიური მონაწილეობით ხორცილდება. ოლიგარქს ავიწყდება თავისუფლებისათვის, ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი ბრძოლა უწყვეტი, მარადიული და ფასდაუდებელია, ხოლო ღალატს მაღალი და მძიმე ფასი აქვს, რომლის გადახდა აუცილებლად მოუწევთ ქართველი ხალხის წინაშე“ - აღნიშნა აკო მინაშვილმა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი ქართული მხრიდან, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებითა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საზღვარზე გაშვებით, მთავრობამ ის დაპატიმრებისათვის გაიმეტა. და ეს იყო ხრიკი. „ვინაიდან საერთაშორისო პრინციპებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფება რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეს ვერ გადასცემდა, შსს-მ განზრახ გაატარა გიორგი ცერცვაძე საზღვარზე, რათა სხვა სახელმწიფოს მისი რუსეთისთვის გადაცემის საშუალება ჰქონოდა. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების შებღალვის პირველი მაგალითი“ -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

1. სრული პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს, როგორ საქარათველოში, ასევე უკრაინაში. მათ შორის სამართლებრივი მხარდაჭერა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ამის საჭიროების შემთხვევაში.

2. ნაციონალური მოძრაობის მიმართვა უკრაინის საელჩოს საქართველოში. ჩვენი მიზანია ვთხოვოთ ჩვენი მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში.

3. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319- მუხლით “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება” – სახელმწიფო უწყებების მხრიდან საიდუმლო და პირადი ინფორმაციების გადაცემა ოკუპანტი სახელმწიფოსადმი, რომელიც ამ მონაცემებს იყენებს საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

აშკარაა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები მინისტრების ჩათვლით.

4. ვაცნობებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების დევნის დაწყებას და ექსტრადირებას რუსეთის ფედერაციაში, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული და არსებობს მაღალი ალბათობა პატიმრის წამების და სიცოცხლის მოსპობის. ასეთ სახელმწიფოში ადამიანის ექსტრადირება იკრაძალება საერთაშორისო სტანდარტებით.

5. საპროტესტო აქციების ინიცირება

6. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში , რომელიც იმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მებრძოლი ადამიანების შესახებ რუსეთის ფედერაციისადმი გადაცემის ფაქტებზე, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო. შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები კი განზრახ უგულვებელყოფენ ამ ქმედებებს და არ ახდენენ სათანადო რეაგირებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4