ირაკლი კობახიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 12:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის მოხარული იქნება, თუ ამ კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს მე-9 მოწვევის პარლამენტიც შეიტანს. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში, უახლოეს მომავალში, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ ელჩს პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და დაგეგმილ საპარლამენტო საქმიანობაზეც. მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიუშ მაშკიევიჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5