ენმ უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის საკითხებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 12:24

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები  საქართველოს მთავარ პროკურორს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

"2017 წლის 23 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს რუსეთის ფედერაცია ედავება თითქოსდა მან ჩაიდინა 2003 წელს მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება. 2016 წლის 23 დეკემბერს აღნიშნული პირი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადდა ძებნილად ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

როგორც ირკვევა გიორგი ცერცვაძის მონაცემები რუსეთის ფედერაციის უშიშროებისა და სამართალდამცავ სტურქტურებს მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებამ, ისე რომ ამ ფაქტის შესახებ არ აცნობეს ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძეს. ეს პირი წლების განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში, აგრეთვე 2004 წელს მინაწილეობდა სამაჩაბლოში საქართველოს მოქალაქეების დაცვის ოპერაციაში და 2008 წელს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ოკუპანტ რუსეთს, იცავდა რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვიცე-პოლკოვნიკი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მშვიდობის დაცვის ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში.

ამ პირის მონაცემების ოკუპანტისათვის გადაცემა არის სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ( მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე,318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.)

გარდა ზემოაღნიშნულისა დადგინდა, რომ ვიცე-პოლკოვნიკმა ცერცვაძემ 2017 წლის 15 იანვარს ისე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი რომ არ მოხდა მისი დაკავება ან/და არც მის მიმართ არსებული ბრალის შესახებ იქნა საქმის კურსში ჩაყენებული, რაც არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. რადგან მოქმედი კანონდებლობით მაქსიმალურად შეზღუდულია საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქის ექსტრადირების შესაძლებლობა, ეს ქმედება განხორციელდა იმ მიზნით, რომ ყოფილიყო სხვა სახელმწიფოდან ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირების შანსი. მსგავსი ქმედება არის უცხო ქვეყნისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლიც მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა.

ვინაიდან მისი ინტერპოლით ძებნა დაიწყო 2016 წლის 23 დეკემბრიდან, ეს მოცემულობა სრულად ამყარებს 319 მუხლის ფაბულას. აგრეთვე სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყოველოვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამმართლის საპროცესო კოდექსის 100-ე და 101ე მუხლებზე დაყრდნობით მოგმართავთ საწარაფოდ დაიწყოთ გამოძიება, გამოკვეთოთ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირები და მისცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი