პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 11:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ესპანეთში სამუშაო ვიზიტისას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რომლის სათავო ოფისი მადრიდში მდებარეობს, საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან დიდი პატივი, ასევე აღიარება იმ უდიდესი წარმატებისა, რომელსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და მთავრობის ძალისხმევა დაფასებულია.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და მონარქთან, რომელიც ესპანეთის სახელმწიფოს მეთაურია. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთ ახალ ძალიან საინტერესო მიმართულებაზე. ასევე, ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე - ჩვენი ელჩი ესპანეთსა და ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ძალიან საინტერესო უწოდა პრემიერ-მინისტრმა დავოსში განხორციელებულ ვიზიტს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს იმ მოვლენების საქმის კურსში, რომლებიც დღეს საერთაშორისო მასშტაბით ხდება და რჩებოდეს კავშირზე მეგობრებსა და პარტნიორებთან.

„გაიმართა არაერთი შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ სუმა ჩაკრაბარტისთან. აღსანიშნავია, რომ EBRD-ისთვის, 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო - ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება და ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან პოზიტიური მოლოდინები დაფიქსირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის, კრისტიან ლაგარდის მხრიდან, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან. საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები ევროპის მიმართულებით წარმოების გახსნას იხილავენ და ამ მხრივ არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიები, რომლებიც საქართველოში წარმოებით ინტერესდებიან, რაც ძალიან მისასალმებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ასევე, შეხვედრები გაიმართა ტურიზმის, სასტუმროების სექტორის, საავიაციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ბაზრით ინტერესდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ვფიქრობთ, მისი შედეგები არაერთგანზომილებიანი იქნება და მალე დადგება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41