ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად აირჩიეს

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 22:06

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მეორე ვადით, პედრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს. დღესვე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ლორდი რიჩარდ ბალფი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე. ქართველი დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5