რესპუბლიკური პარტია ფსიქიკური ჯანრმთელობის პროგრამის დაფინანსების შემცირებას აპროტესტებს

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 17:35

რესპუბლიკური პარტია ფსიქიკური ჯანრმთელობის პროგრამის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ ფსიქიკური ჯანრმთელობის პროგრამის დაფინანსების შემცირებას. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციით აღიარებული ვალდებულებების შესრულების გზაზე. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი, სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმაა.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაშიც და ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში აქცენტი ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე და სათემო სერვისების განვითარებაზეა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტში სტაციონარულ მომსახურებასთან ერთად, ამბულატორიული და თემზე დაფუძნებული სერვისების გაუმჯობესებაზე.

სამწუხაროდ, დაფინანსების შეზღუდვით ხელისუფლება საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების, ასევე მის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების შესრულებას. ეს არ არის მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისა და მათი ოჯახების უშუალო პრობლემა, არამედ თითოეული ჩვენგანის და მთელი საზოგადოების. სერვისის არასრულფასოვანი მიწოდება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ ფონს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ყველაზე მოწყვლადი და სახელმწიფოს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ადამიანების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46