როგორ შეიძლებოდა რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები? - სამეფო კლუბი ხელისუფლებას მიმართავს

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 17:29

საქართველოს სამეფო კლუბი უკრაინაში დაკავებული ქართველი მეომრის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე გიორგი ცერცვაძის მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს სამეფო კლუბი გამოეხმაურა -„აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველი მეომრის ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის დაკავების ფაქტს, და ავრცელებს განცხადებას

"როგორც გია ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, იგი დაკავებული იქნა რუსეთის მიერ გამოგონილი ცრუ ბრალდების საფუძველზე ინტერპოლის მიერ. როგორც მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რუსეთს სურვილი აქვს შური იძიოს იმ ვაჟკაცი მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის საუკუპაციო არმიის წინააღმდეგ როგორც აფხაზეთის საომარი მოვლენების დროს, ასევე 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში რუსეთის საუკუპაციო ჯარის წინააღმდეგ და იცავდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართველი მეომრის დაცვა პირველყოვლისა საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. სხვა შემთხვევაში არც ერთ მეომარს არ ექნება იმის რეალური განცდა, რომ მათ იცავს თავის სახელმწიფო, რომ არაფერი ვთქვათ უმადურობის განცდაზე, ამასთანავე მის უკრაინელ ადვოკატი მედიასთან აჟღერებს გარკვეული კითხვებს, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები?… იმედია ეს კითხვები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესებისა და შესწავლის საგანიც გახდება.

საქართველოს სახელმწიფოსათვის ქართველი მეომრის დაცვა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ხელისუფლების, საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსების საქმეა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად და მისი საქართველოში დაბრუნებისათვის", -  აღნიშნულია სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4