ალგეთის პოლიგონზე ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ჩატარდა

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 13:26

 II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების დასკვნით სწავლებებს გადის.

ალგეთის საწვრთნელ პოლიგონზე ბატალიონის ერთმა ასეულმა ჩხრეკა კორდონის ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლებაში 120-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. საველე წვრთნის დროს 23-ე ბატალიონის სამხერდრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. სასწავლო ამოცანების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება და ამერიკული სამხედრო მანქანები გამოიყენეს.

სწავლება წინასწარ განსაზღვრული ობიექტის ჩხრეკისა და კორდონის ოპერაციებს მოიცავდა. სწავლების დროს განხორციელდა შემდეგი ამოცანები: კონტაქტზე რეაგირება, დაშავებულთა ევაკუაცია, საინჟინრო, მოტორიზებული და ქვეითი პატრული და ასე შემდეგ. გადასროლის წინა მომზადების მიმდინარეობას ქართველი და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. 23-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების დასრულების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება სადაც საბოლოო შეფასებას გაივლის. ქვედანაყოფი ავღანბეთში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41