კრწანისში საერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 12:21

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სამხედრო პოლიციის, სამხედრო-სამედიცინო და ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამშვების ცერემონიალი გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდა ოფიცრებს სწავლების გავლის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

სამხედრო პოლიციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 19 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 15 კვირის განმავლობაში მათ კონვოის ოპერაციები, ტყვეთა მოპყრობის წესები, ჩეკპოინტების მოწყობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და ადამიანის უფლებები შეისწავლეს.

სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი კი, 4 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები დაშავებულთა პრეჰოსპიტალურ მართვას დაეუფლნენ; გაიარეს ზოგადი საექიმო გადამზადება, პრევენციული მედიცინა და სხვა დისციპლინები.

ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსში მონაწილეობა 40 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. კურსი 16 კვირის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილე სამხედროებმა უზრუნველყოფის ბატალიონის სტრუქტურა, ქონების მომარაგების საკითხები, სამხედრო ქონების დასაწყობებისა და აღრიცხვის საფუძვლები გაიარეს, ასევე, შეისწავლეს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და ქვედანაყოფის ლოგისტიკიკური უზრუნველყოფის პრინციპები.

სამივე კურსის კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელენ მსახურს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი