საპარტნიორო ფონდი ქუთაისში Best Westren-ის სასტუმროს გაზაფხულზე გახსნის

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 15:07

 საპარტნიორო ფონდმა პარტნიორ კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან“ ერთად ქუთაისში ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს Best Western შენობის მშენებლობა დაასრულა.

„კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელი“ ამჟამად სასტუმროს შიდა მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მოპირკეთებასა და სასტუმრო ნომრების აღჭურვას ითვალისწინებს. დასრულების ფაზაშია ფასადის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.

Best Western პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება, რომლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს. სასტუმრო ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს.

საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელია“ პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Best Western International სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000- ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57