ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი ცერცვაძე რაშიდ კანჯიოღლის შეადარა - ირაკლი ღლონტი არჩილ თალაკვაძეს რეაგირებას სთხოვს

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 17:03

პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარს ეხმაურება და რეაგირებას უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს თხოვს .

"თქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკოსი. სადაც გინდათ, როცა გინდათ გიწვევთ პოლიტიკურ დებატში, ვეცდები იქ დავასრულო თქვენი ავკაცური და მოღალატეობრივი პოლიტიკოსობა. მრცხვენია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ხარ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ქართველი მეომრების შედარება რაშიდ კანჯოღლებთან ეს არის კოლაბორაციონიზმი. ეს არის ღირსებააყრილი ჩინოვნიკის მოღალატეობრივი პოზიცია! აუცილებლად მოგთხოვთ ამაზე პასუხს! ყველაზე მინიმუმ ვალდებული ხართ დაიცვათ საქართველოს მოქალაქე, ამ დროს თქვენ შეუერთით რუსეთის სპეც. სამსახურებს, რომელიც ომის ვეტერანს ადანაშაულებს მკვლელობაში და ითხოვს მის ექსტრადაციას კიევიდან მოსკოვში! არჩილ, იცი რამხელა პატივს გცემ, საჯაროდაც ბევრჯერ დამიდასტურებია პერსონალურად შენს მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ შენ დღეს ხარ იმ გუნდის ლიდერი, რომლის შემადგენლობაშიც არის ქუცნაშვილი. მან ახლა რაშიდ კანჯიოღლის შეადარა გიორგი ცერცვაძე, ეს არ უნდა დატოვოს თავად უმრავლესობამ შესაბამისი რეაგირების გარეშე! გთხოვ, იმოქმედე!", - წერს ირაკლი ღლონტი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46