სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ოზურგეთში ახალი ოფისი და ბაზა ექნებათ

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 12:40

სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ქალაქ ოზურგეთში ახალი ოფისი და ბაზა ექნებათ. ამ მიზნით, ქალაქ ოზურგეთში შს მინისტრის მოადგილეები, მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობის სრული კაპიტალური განახლება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მიმდინარე წელს იგეგმება.

"არჩილ თალაკვაძესთან ერთად ვიმყოფებოდით ოზურგეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. დავათვალიერეთ ეს ძველი შენობა, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაშია. გაზაფხულიდან აქ ჩვენ ვაპირებთ კაპიტალური რემონტის ჩატარებას და ამ შენობის განახლებას, რათა ჩვენს მეხანძრე-მაშველებს სამუშაოდ სათანადო პირობები შევუქმნათ", - განაცხადა მერაბ მალანიამ.

"უკვე, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სრულად განახლდება ეს ბაზა და ექნებათ თანამედროვე აღჭურვილობა და აბსოლუტურად თანამედროვე პირობები იმ საქმის გასაკეთებლად, რასაც ქვია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება. თანამშრომლებს ექნებათ ყველანაირი პირობა საიმისოდ, რომ ეფექტურად შეასრულონ თავიანთი სამუშაო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მინისტრის მოადგილეები მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, ოზურგეთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46