გიორგი თევზაძე უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 12:09

უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე,უკრაინაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოში ქართველი მეომრის, ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით,  პრემიერ-მინისტრს და უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.  

"როგორც მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რუსეთს სურვილი აქვს შური იძიოს იმ ვაჟკაცი მეომრების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის საუკუპაციო არმიის წინააღმდეგ როგორც აფხაზეთის საომარი მოვლენების დროს, ასევე 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში რუსეთის საუკუპაციო ჯარის წინააღმდეგ და იცავდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართველი მეომრის დაცვა, პირველყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. სხვა შემთხვევაში არც ერთ მეომარს არ ექნება იმის რეალური განცდა, რომ მათ იცავს თავის სახელმწიფო, რომ არაფერი ვთქვათ უმადურობის განცდაზე, ამასთანავე მისი უკრაინელი ადვოკატი მედიასთან აჟღერებს გარკვეული კითხვებს, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები?... იმედია ეს კითხვები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესებისა და შესწავლის საგანიც გახდება.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრემიერ მინისტრს, რომ ქართველი მეომრის დაცვა რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, ხელისუფლების, საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსების საქმეა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად და მისი საქართველოში დაბრუნებისათვის,

ამასთანავე, მივმართავ უფლებადამცველ საერთაშორისო ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს, ხმა აღიმაღლონ გია ცერცვაძის უფლებების დასაცავად", -  აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5