დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მასშტაბური "ქალთა მარში" გაიმართა

შაბათი, 21 იანვარი, 2017 - 22:36

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია „ქალების მარში“ გაიმართა.

აქციაზე ნახევარი მილიონი ადამიანი იყო გამოსული. ისინი ქალების მიმართ ტრამპის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.

ვაშინგტონის ქალთა საპროტესტო აქციაზე სიტყვით არაერთი ცნობილი მსახიობი და მომღერალი გამოვიდა.

„ქალების მარშში“ მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა როგორებიც არიან: ნატალი პორტმანი, შარლიზ ტერონი, სკარლეტ იოჰანსონი, ეშლი ჯადი, მადონა, შერი და სხა ცნობადი სახეები.

საპროტესტო მარში ვაშინგტონის გარდა, ამერიკის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. დემონსტრაციები იყო ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, სიდნეიში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45