საქართველო და უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში ვერ შევლენ - ფრანსუა ფიიონი

ორშაბათი, 23 იანვარი, 2017 - 00:33

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის  ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ევროპელი ლიდერების მოწოდებას, საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

"მინდა შეგახსენოთ მათი უპასუხისმგებლო გამონათქვამები, რომლებსაც სურთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება.  უბრალოდ, აღიარეთ, რომ არც საქართველო და არც  უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში ვერ შევლენ", - განაცხადა ფიიონმა.

უფრო მეტიც, ფიიონი  დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და აღნიშნა, რომ  რუსეთთან  სამხედრო დაპირისპირება დიდი შეცდომაა.

"ყოველთვის იყო  დასავლეთი საიმედო პარტნიორი? ნუთუ მათ არ მოატყუეს რუსეთი ლიბიასა და კოსოვოს საკითხში, ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობაში? რატომ უნდა განვათავსოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები რუსეთის საზღვართან? ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით", - განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41