თუ გია ცერცვაძე გადაეცემა რუსეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ დავსრულდით და ბოლომდე აგვყრია ღირსების გრძნობა! - ირაკლი ღლონტი ვიცე-პოლკოვნიკის დაცვას ითხოვს

, 22 იანვარი, 2017 - 18:24

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი უკრაინაში დაკავებულ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მიმართავს და 

" ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს გამოვეხმაურო ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის საქმეს და გთხოვოთ მისი დაცვისთვის საჭირო ქმედითი ზომების გატარება. მიმაჩნია, რომ ქართველი მეომრის დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა. თუ გიორგი ცერცვაძე ვერ დაიცვა საქართველომ, ეს იქნება როგორც თქვენი გუნდის, ასევე ჩვენი საზოგადოების საერთო დანაშაული. ეს იქნება უმადურობა ერთად აღებული ყველა იმ მეომრის მიმართ, ვინც მთელი ქვეყნის ისტორიის მანძილზე თავი შესწირა ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ომებს. ეს იქნება დანაშაული საქართველოს წარსულის, აწმყოს და მომავლის მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში არც ერთ მეომარს არ ექნება განცდა, რომ იცავს სახელმწიფოს და არა რომელიმე ბაზრობას.

თუ გია ცერცვაძე გადაეცემა რუსეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ დავსრულდით და ბოლომდე აგვყრია ღირსების გრძნობა ! ეს ნიშნავს იმას, რომ დიდგორის ველზე ვდგამთ საქონლის ფერმას და სვეტიცხოველს ვაქცევთ სასტუმროდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვკლავთ ლეგენდად ქცეულ ქართველ დედას, 9 ძმა ხერხეულიძის დედას! ეს ნიშნავს იმას, რომ ერეკლეს ავადმომუსაიფე ხმალს ვაბარებთ ჯართში. აღარ გავაგრძელებ, ვფიქრობ ისედაც ნათელია ეს ყველაფერი თქვენთვისაც და მოგიწოდებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ", - ნათქვამია ირაკლი ღლონტის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44