21 იანვარს მსოფლიო ჩახუტების დღეს აღნიშნავს

შაბათი, 21 იანვარი, 2017 - 12:08

21 იანვარს მთელ მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ყველაზე რომანტიკული დღესასწაულის სამშობლოდ ამერიკა ითვლება.

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც უშიშარი კოვბოები და ბრძენი ინდიელები ცხოვრობდნენ, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომლის ვინაობა არაა ცნობილი, გადაწყვიტა, ჩახუტების დღე დაეარსებინა. ამით მისმა დამაარსებელმა კაცობრიობას შეახსენა, რომ "ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმები არიან" და დედამიწის მაცხოვრებლებს მშვიდობისა და ჰარმონიული ცხოვრებისკენ მოუწოდა.

თავდაპირველად ჩახუტების დღე მხოლოდ ამერიკაში აღინიშნებოდა, 1986 წელს  ამ დღეს ეროვნული ჩახუტებვის დღე უწოდეს. მოგვიანებით  მთელ პლანეტაზე გავრცელდა და "ჩახუტების საერთაშორისო დღე" დაერქვა. ევროპაში ამ დღის გამავრცელებლად სტუდენტები ითვლებიან.

სხვადასხვა ქვეყნებში ჩახუტების დღეს სხვადასხვა დღეებშიც აღნიშნავენ, მათ შორის, 4 დეკემბერსაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46