მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმში ბარაკ ობამას ფიგურა ახალი პრეზიდენტით ინაუგურაციის წინა დღეს ჩაანაცვლეს

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 21:37

გადაწყვეტილების მიმღები და  სერიოზული დონალდ ტრამპის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმში უკვე დადგეს.

მუზეუმში თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამას ფიგურა ახალი პრეზიდენტით ინაუგურაციის წინა დღეს ჩაანაცვლეს.

ტრამპის ქანდაკებაზე მუშაობა გასული წლის ივნისში დაიწყეს. მოქანდაკის  თქმით,  ყველაზე რთული ტრამპის ვარცხნილობა იყო, რომელიც არაერთხელ გამხდარა პრობლემა.

"ტრამპის ფიგურა ადრეც დავამზადეთ, რადგან ის ცნობილი პიროვნებაა, პირველად მისი ფიგურა 1997 წელს შევქმენით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ განახლება დაგვჭირდა", - აცხადებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

ლონდონში  სულ ამერიკის პრეზიდენტის ოთხი ეგზემპლარი დაამზადეს, მათგან  სამი ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ორლანდოში გააგზავნეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44