დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 21:35

მილიარდერი დონალდ ტრამპი  აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ფიცი დადო.

ფიცის დადების შემდეგ ახლადარჩეული პრეზიდენტი მის წინამორბედ ბარაკ ობამასთან ერთად თეთრ სახლში მის პატივსაცემად გამართულ აღლუმს ჩაიბარებს.

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრო ათობით კონგრესმენი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული  დემოკრატიული პარტიის  კანდიდატის ჰილარი კლინტონის მომხრეები იყვნენ.

ნოემბრის თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში  რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვება  ბევრისთვის  სიურპრიზი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45