აზერბაიჯანის საელჩოში საბჭოთა არმიის დარბევის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 18:41

აზერბაიჯანის საელჩოში 27 წლის წინანდელ გმირები გაიხსენეს. ღონისძიება 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიის მიერ, მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეების სასტიკ დარბევას მიეძღვნა.

1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული დღე. აზერბაიჯანელი ხალხი, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოითხოვდა, უსასტიკესად დაისაჯა. საბჭოთა ჯარისკაცებმა  ბაქოს ქუჩებში სამოქალაქო პირებს ტანკებიდან ესროლეს, რის შედეგადაც 137 დაღუპული, 611 დაჭრილი და დასახიჩრებული, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული აღმოჩნდა.

ღონისძიებაზე  აზერბაიჯანელ გმირებთან ერთად ასევე გაიხსენეს საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს  მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპული გმირები, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის ყველა მეგობარ ქვეყანაში  გაიმართა.

"2 მოძმე ქვეყანა ერთი ტკივილით ცხოვრობდა. მათ საერთო სატკივარი ჰქონდათ. დღეს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ეროვნული ერთიანობის დღეა. მოძმე აზერბაიჯანელმა და ქართველმა ხალხმა თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ერთად გაიარა, ისინი იბრძოდნენ საბჭოთა ტოტალიტარიზმის სისასტიკის წინააღმდეგ. მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირები", - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.

ღონისძიებას დიპლომატების გარდა, აზერბაიჯანელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5