ირმა ინაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 17:05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრ ირმა ინაშვილისა და   ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის ძირითადი თემა საქართველო-იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღმავება და საპარლამენტო კავშირების განმტკიცება იყო.

ირმა ინაშვილმა იტალიელ დიპლომატს ფრაქციის საქმიანობის გეგმები და იმ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი გააცნო, რომელის წარდგენასაც ფრაქცია საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ საკითხებსა და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

"ელჩს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ჩვენეული ხედვა, „საქართველოს პატრიოტების“ საგარეო პლატფორმა და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივები გავაცანით. ვისაუბრეთ ასევე ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის დამყარებისა და განმტკიცების საკითხებზე “, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის აპარატსა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შორის მჭიდრო კონტაქტები დამყარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45