ანჯელინა ჯოლის ნაშვილები გოგონას ბიოლოგიური დედა მსახიობს შვილთან შეხვედრას სთხოვს

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 18:58

ანჯელინა ჯოლის ნაშვილები გოგონას ზაჰარას ბიოლოგიური დედა, მსახიობს შვილთან შეხვედრას სთხოვს, - აღნიშნულის შესახებ Dailymail-ი იუწყება.

„მინდა იცოდეს, რომ ცოცხალი ვარ და მასთან საუბარი მინდა. არ ვითხოვ ჩემი შვილის უკან დაბრუნებას, უბრალოდ მინდა, მასთან კონტაქტის საშუალება მქონდეს, ის ყოველთვის მენატრება, მუდამ მის ხმაზე და სახეზე ვფიქრობ. ვიცი , როდის აქვს დაბადების დღე, თუმცა მასთან ერთად აღნიშვნა არ შემიძლია“ - განაცხადა ზაჰარას ბიოლოგიურმა დედამ გამოცემასთან.

თავად მსახიობს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, 2005 წელს ბრედმა და ანჯელინამ ექვსი თვის ეთიოპიელი გოგონა ზაჰარა იშვილეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46