21 იანვრის დილის 10:00 საათამდე, ნაძალადევის, სანზონის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდება

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 17:04

 20 იანვარს, საღამოს 22:00 საათიდან,  21 იანვრის დილის 10:00 საათამდე, ნაძალადევის, სანზონის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონში: რიონჰესის, გუდამაყრის და გმირ კურსანტთა ქუჩებს, სანზონის დასახლების კორპუსებს, ცოტნე დადიანის და ჩარგლის ქუჩების ნაწილს, უწერის, ანდრონიკაშვილის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღრმაღელეს, კნოლევის, დაისის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: თამარ მეფის გამზირს, თევდორე მღვდლის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ფიროსმანის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, ქვლივიძის, ვერხანის, ვეძათხევის, გორკის, ჩაისუბნის, გედევანიშვილის, თიანეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში: წურწუმიას II შესახვევს, საინგილოს ქუჩის ნაწილს, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის, მახათას, ფაბრიციუსის, სევანის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ქუჩებს წყალს ცისტერნით მიაწვდის. 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქუჩა N 20-თან, კომპანიის 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41