„ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადების ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა - მიხეილ სააკაშვილი

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 15:21

მინდა მოგილოცოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადების ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ეს 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პირველი მარცხია და არა უკანასკნელი, ხოლო მისი ჩანაფიქრი, პარტია გადაექცია ლაგამამოდებულ, ყველაფრის „გამპრავებელ" ძალად, ვერ განხორციელდა.

„თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. ვერასოდეს ვერ გაიგებს, მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს  იმის ძალას, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, ესენი არიან მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, რუსმა ოლიგარქმა ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა, პირად საკუთრებაში გადაიყვანა ის, აქცია თვის შპს-დ.

"ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, ყველაფერი ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურება, ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც საქართველოს წინსვლა გადააყოლა... ზის თავის ბრონირებულ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეებთან თამაშით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით... დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს ივანიშვილის შპს საქართველო,“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის შექმნის შესახებ ისაუბრა და პარტიას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ საქართველოში  "უპირობოდ ერთადერთი პოლიტიკური პარტია" უწოდა, რომელიც შევარდნაძის დროს, ფეოდალებისა და კანონიერი ქურდების პერიოდში შეიქმნა და ომი გამოუცხადა მათ.

სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზადაა, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

 „თქვენ ხართ ის გარანტი, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს და დარჩეს იმ ფსკერზე, რომლისკენაც ივანიშვილი მიგვექაჩება,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარი ესწრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46