სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 14:35

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველმა შეხვედრაზე განიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა; გააცნო სახალხო დამცველის აპარატის მიმდინარე საქმიანობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში და ამ მიმართულებით შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „სახალხო დამცველის შესახებ“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დახვეწას და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან და ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და სამომავლო პერსპექტივებიც განიხილა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45