გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 13:07

 დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრ დოქტორ მაჯედ ბინ აბდულა ალ კასაბის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში გაზრდილი არაბული ინვესტიციები იყო. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.

გიორგი გახარია შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. საუბრისას აღინიშნა ის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები, რომელთა განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10.53 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25.19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55