ჩვენი მიზანი საქართველოს კონსტიტუციის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა - ჯანი ბუკიკიო

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 13:03

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის დელეგაციამ,  რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, ირაკლი კობახიძესთან  შეხვედრა გამართა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს ძველი მეგობარია და კარგად იცნობს ქართველი ხალხის ღირსებებსა და პრობლემებს. ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა დახვეწას საჭიროებს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაზეც. „უკვე ვთქვი, რომ გლობალურად, კარგი ტექსტია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, მისი დახვეწა შეიძლება. 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილების შემდეგ, ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში ასახული ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა.

"წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მე ნამდვილად მივესალმები თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მონდომებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს კონსტიტუცია და მისი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ერთად, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში - კონსტანტინე კორკელია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46