ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ

პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 12:53

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს ირაკლი კობახიძემ გამართა, რომელიც, ამავდროულად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის, ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს სამუშაო გეგმაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ჯანი ბუკიკიო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ და ჯანი ბუკიკიომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ყურადღებით იქნება განხილული.

„ჩვენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი.ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება მოწოდებული ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება შესრულებული. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო უღრმესი მადლობა ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად უწევს ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა კომისიის მზადყოფნისთვის, რომ ჩაერთოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და დახმარება აღმოგვიჩინოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში - კონსტანტინე კორკელია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5